,,დაგვიბრუნეთ საძოვრები” – პროტესტი სოფელ უფლისციხეში

466

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში აქციებს აანონსებენ. მოსახლეობა იმ საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც კერძო პირზე გასხვიდა. ინფორმაციას Qartli.ge ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ საძოვრების პრობლემა არ მოგვარდება, მუზეუმ-ნაკრძალ უფლისციხემდე მისასვლელ გზას გადაკეტავენ.

“როგორც ჩვენ გავიგეთ, ეს მიწები იჯარითაა გაცემული. ეს ტერიტორია თუ ბოლომდე მოხნეს, მაშინ საძოვრების გარეშე ვრჩებით’ – გვითხრეს ადგილობრივებმა.

მეორე დღეა, მიწის ფართობზე ტრაქტორი მუშაობს. ადგილობრივმა აიძულეს, რომ მას მუშაობა შეეწყვიტა.

მოსახლეობასთან შესახვედრად სოფლის წარმომადგენელი მივიდა, ასევე, ის კერძო პირი, ვინც მიწას ფლობს:

“მე აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას. რაც მე მეკუთვნის, ის უნდა დავამუშავო” – აცხადებს მიწის მფლობელი. ის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 6.5 ჰა მიწის ფართობი სახელმწიფომ იჯარით 2019 წელს გასცა. საიჯარო ხელშეკრულების ვადაა 25 წელი.