ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისათვის “ქალთა ოთახი“ და გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს კონკურსს “ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ აცხადებს. კონკურსის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ/სოციალურ აქტიურობას და ხელსშეუწყობს თანაბარი/თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას.
“კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები: ა) სოფლის მეურნეობა: ა.ა) მემცენარეობა, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების მოწყობა, არსებულის აღდგენა-განახლება: ნერგების შეძენა, სარწყავი სისტემის შესყიდვა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო შესაბამისი მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა; ბ) მეცხოველეობა: ბ.ა) მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა; გ) სოფლად ტურიზმის განვითარება; დ) კულინარია; ე) ხელოვნება და ხელსაქმე.
1. კონკურისის მონაწილე შეიძლება იყოს: ფიზიკური პირ (ებ)ი – ასვე პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად (სრულწლოვანი – 18 წელს მიღწეული), ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი. 3. კონკურსში ჩართვის მიზნით ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა, ხოლო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ენაზე. პროექტის არსია ხელიშეუწოს მცირედი და დამწყები ბიზნესის განვითარებას, თითოეულ პროექტზე, თანადაფინანსების (სუბსიდირება) მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, მაქსიმალური – 4500 ლარს, რაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს – 80%-ია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – არანაკლებ – 20%. 3. თანადაფინასებათ ჩაითველბა მხოლოდ თანხობრივი მონაწილეობა.
2. პროექტი არ უნდა ეხებოდეს სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს წარმოების მიმართულებებს, რელიგიურ საკითხებს, პროექტის განხორციელების ეტაპზე რაიმე სახის ანაზღაურების მიღებას”, – აცხადებენ ქედის მერიაში.
ბიზნესიდეის შევსების ფორმა იხილეთ ბმულზე.
განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 30 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აღნიშნულ ლინკზე.