წყალტუბოში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას 6.5 მილიონზე მეტი მოხმარდება

597

პროგრამის – “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, წყალტუბოში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საპროექტო ტერიტორიაზე მიმდინარეობს 6 შენობისა და მიმდებარე საფეხმავლო ზოლის, ასევე, სკოლისკენ შესასვლელი კიბის სრული რეაბილიტაცია.

პროექტის ჯამური ღირებულება – 6 532 985 ლარია.

პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის მოწესრიგებული და კომფორტული გარემოს შექმნა.