წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში წვიმა ჩადის

341

წალენჯიხაში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში წვიმა ჩამოდის. მთელ პერიმეტრზე წვიმის შედეგად დაზიანებულია ჭერი, მოსწავლეთა სახლის ფოიე, სამეცადინო ოთახები, საცეკვაო, საკონცერტო დარბაზები, სველი წერტილები და სამზარეულო, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა ადგილზე იმყოფებოდა.

ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზატორის, მარინე შანავას თქმით, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, მოსწავლეთა სახლის ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდება.

ლაშა ზარქუას თქმით, აუცილებელია აღნიშნულ საკითხს სპეციალისტები გაეცნონ, შეისწავლონ იქ არსებული სიტუაცია და დაიდოს შესაბამისი დასკვნები, რათა შესაძლებელი გახდეს პრობლემის მოგვარება.