ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მუნიციპალური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებები იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი ავტორები ნინო წილოსანი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, თეონა აქუბარდია, რამინა ბერაძე და რატი იონათამიშვილი არიან. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ, კანონმდებლობის დონეზე განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, მაინც გამოწვევად რჩება ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის როგორც...
„ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში მყოფი ზურაბ აზარაშვილის განცხადებითვე, რეფორმის ფარგლებში მოხდება გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებისთვის, დიფერენცირებული-გაზრდილი კაპიტაციური დაფინანსების ამოქმედება და დაფინანსების მექანიზმების იმგვარი მოდიფიცირება, რომ პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა გარანტირებული იყოს. „წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის...
13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოთი „ბეგის“ ქანდაკება სიმბოლურად მიმდინარე წლის 13 ივნისისს გაიხსნება. მოქანდაკე ერეკლე წულაძის ნამუშევარი „ბეგი“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა. „ნამუშევარი მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. ქანდაკება უკვე ადგილზეა, თუმცა, ახლა კეთილმოწყობის სამუშაოებია ჩასატარებელი. მათ შორის, გასაკეთებელია აუზი და გამწვანება. ოფიციალური გახსნა სიმბოლურად 13 ივნისს იქნება. "ბეგი ამიერკავკასიაში პირველი სკულპტურაა, რომელიც მთლიანად უჟანგავი მასალითა და ტექნოლოგიითაა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროქულებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ფერმერებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათებზე „სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული ქულების დარიცხვა პოტენციური ბენეფიციარებისთვის ეტაპობრივად ხორციელდება. „აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, „ლიბერთი ბანკის“ ვებგვერდზე თქვენს ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოთ და „ლიბერთი ბანკის“ თქვენთვის მოსახერხებელ ფილიალს მხოლოდ ამის შემდეგ...
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა. ახალი ტურისტული სერვისით სარგებლობა ბაღის ვიზიტორებს ზაფხულში შეეძლებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის ბოტანიკური ბაღი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის კონკრეტული სივრცე, სრულად პასუხობს ზიპლაინის პრაქტიკულ კრიტერიუმებს. „ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ და შ.პ.ს „მწვანე ლაინი“-ს დირექტორმა, გიორგი მერკვილაძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, იჯარის უფლებით და განსაზღვრული საზღაურის გადახდის, შესაბამისი პირობებისა და ვალდებულებების შესრულების პირობით, ბოტანიკური...
რუსთავში ისტორიული მნიშვნელობის შენობების - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რესტავრაცია მიმდინარეობს. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პროექტი შენობის შიდა ინტერიერისა და ფასადის განახლებას, განათების, ვენტილაციისა და ცენტრალური გათბობის ქსელის მონტაჟს ითვალისწინებს. მოწესრიგდება შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცეები და ღია კაფეც მოეწყობა. მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლე, რეაბილიტაციის შემდეგ, არაფორმალური განათლების ცენტრის დატვირთვას დაიბრუნებს. რუსთაველი ბავშვები,...
ნაძალადევის რაიონს კიდევ სამი ახალი საბავშვო გასართობი მოედანი შეემატა. გამგეობის ინფორმაციით, კაუჩუკის მოედანი მოეწყო და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა შემდეგ მისამართებზე:  ზღვისუბნის მე-9 კვ. N15ა; გურამიშვილის გამზირი N78; გუდამაყრის ქუჩა N7ბ; აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 141 876 ლარი დახარჯა.
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, ორი მრავალსართულიანი ბინის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 295 463 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოპირკეთდება და შეიღებება N15 და N25 საცხოვრებელი კორპუსების ფასადები, კეთილმოეწყობა სადარბაზოები და აივნები, სადარბაზოებში შეიცვლება ფანჯრები და კორპუსების მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ. მიმდინარე წელს კიდევ რამდენი ბინის რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა, ზუსტად...
ბათუმში 3 მაისს შეცვლილი სატრანსპორტო სქემის შესახებ მერიამ მოსახლეობას 9 მაისს აცნობა. "ფარნავაზ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 3 მაისიდან დროებით იცვლება აღნიშნული ქუჩით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსების მარშრუტები, კერძოდ: სამარშრუტო ხაზები: N24, N29, N31, N34, N36 და N40 იმოძრავებს გორგასალის ქუჩით, ხოლო გორგასალის ქუჩაზე მოძრავი სამარშრუტო ხაზები: N20, N21, N25, N27, N39, N42, N49 და N56 პუშკინის ქუჩით იმოძრავებს. ფარნავაზ მეფის...
ავტორი: რუსა მაჩაიძე თბილისში დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის დასუფთავების მოსაკრებლი გაძვირდა. მათ 1 ივნისიდან დასუფთავებისთვის საშუალოდ ორჯერ ძვირის გადახდა მოუწევთ. იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გაზრდის საკითხი თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დააყენა და გაზრდის სავარუდო მარჟაც ცნობილი იყო. თუმცა, საკრებულომ გადაწყვეტილება ოთხი თვის შემდეგ მიიღო. უკვე გამოქვეყნდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის მიერ...
ავტორები: მაგდა პოპიაშვილი; ანანო გოშაძე ირმა ინაშვილი, ლევან ვასაძე, სოზარ სუბარი, გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე, მაია ცქიტიშვილი, ირაკლი ქარსელაძე და კიდევ არაერთი მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეა. მათ ეს სტატუსი 2013 წლის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა მიანიჭეს და წესით, მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნდა მიეღოთ, თუმცა, კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის კონკრეტულ წლებში მინიჭებული ეს სტატუსი...
გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შენობას, სადაც ბიტკოინების ქარხანა იყო მოწყობილი და ბიუჯეტის ფულს ტოტალიზატორებში რიცხავდნენ, მეხი დაეცა. დაზიანდა ელექტრომოწყობილობები და WiFi-ის მიმღები აპარატურა. საბიუჯეტო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზარალი 100 ლარამდეა და კომპიუტერი, პრინტერი და სხვა მოწყობილობები უკვე შეაკეთეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ შენობას მეხი უკვე მესამედ დაეცა, რასაც მეხამრიდის არარსებობას უკავშირებენ და ამბობენ, რომ პრობლემის თავიდან ასაცილებლას მუშაობენ.
12-15 მაისს, ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს "ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022" უმასპინძლებს. ფესტივალი თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენების, კონფერენციების, დისკუსიების და შეხვედრების გამართვას გულისხმობს. პროგრამა თერთმეტამდე ღონისძიებას მოიცავს. ისინი ქუთაისში, ბაღდათსა და გელათში გაიმართება. ფესტივალის პროგრამა: 12 მაისი 18:00 საათი - დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში "ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022" -ის გახსნა. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა; გალერეის...
ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 1 წელში 14 915 597 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ქარელის მერიის ცნობით, 2021 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ქარელის მუნიციპალიტეტში 17 პროექტის განსახორციელებლად 7 016 884 ლარი დაიხარჯა. მაგალითად, სოფელ დირბში მოეწყო სასმელი წყლის სისტემა, გამყოფხაზთან მდებარე სოფლებში საციხური, აბანო, კოდში მოხდა გზის რეაბილიტაცია, სოფელ ახალსოფელში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია და სხვა. “მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდის და...
22 მაისს 13:00 საათზე, თელავის ცენტრალურ მოედანზე “ისტორიული ავტომობილების ფესტივალი თელავში – 2022” ჩატარდება. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ავტოკოლექციონერები და ავტოინჟინერ რესტავრატორები, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ისტორიული ავტომობილების მფლობელები მიიღებენ მონაწილეობას. როგორც მერიაში აცხადებენ, ფესტივალზე წარდგენილი იქნება, როგორც ამერიკული ისტორიული ავტომობილები, ასევე, ევროპული, ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოებული და ე.წ. “ჰენდ მეიდი” ავტომობილები, ასევე, ისტორიული და კლასიკური დიზაინის მქონე მოტოციკლები. ფესტივალი საქართველოს ისტორიული...
ახალციხის ბაღიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ბაღების გაერთიანებამ გაასაჩივრა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით გათავისუფლებულ თანამშრომელს ბაღში ვერ აღადგენენ, ხოლო დარჩენილი პუნქტი კვლავ ძალაში დარჩა, იძულებით განაცდური საათების ანაზღაურება დაწესებულებას დაევალა. ლალუაშვილის ადვოკატი, ნინო დემეტრაძე ამბობს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებას სამსახურში არ აღდგენის შესახებ არ ეთანხმება. ამ ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ