ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 1 წელში 14 915 597 ლარი დაიხარჯა

492

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 1 წელში 14 915 597 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ქარელის მერიის ცნობით, 2021 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ქარელის მუნიციპალიტეტში 17 პროექტის განსახორციელებლად 7 016 884 ლარი დაიხარჯა. მაგალითად, სოფელ დირბში მოეწყო სასმელი წყლის სისტემა, გამყოფხაზთან მდებარე სოფლებში საციხური, აბანო, კოდში მოხდა გზის რეაბილიტაცია, სოფელ ახალსოფელში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია და სხვა.

“მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით სოფელ იმერხევში მოხდა გზის მოასფალტება, რაშიც 2 154 186 ლარი დაიხარჯა. ქარელის 4 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლის საერთო ღირებულებაც 77 639 ლარია”, – განმარტავს ქარელის მერია.

უწყების ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 87 პროექტი, რისთვისაც 940 000 ლარი დაიხარჯა.

ქარელის მერია ასახელებს იმ მაღალბიუჯეტიან პროექტებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელდა:

  • ქარელის საცურაო აუზის მშენებლობა, რომელზეც 4 471 195 ლარი დაიხარჯა;
  • ქარელში დევნილთა დასახლებებში აშენდა 82 828 ლარის სათავსოები;
  • ქარელში გზის ორმოულების შეკეთებისთვის 157 987 ლარი დაიხარჯა;
  • სოფელ ვედრებაში, სამწევრისში, მოხისში მოხდა მინი სტადიონების გაკეთება რაც მუნიციპალიტეტს 1 353 355 ლარი დაუჯდა;
  • სოფელ ელბაქიანკარში და ყინწვისში რეაბილიტირდა ხიდები, რაზეც 59 524 ლარი დაიხარჯა;
  • შიდა გზების მოხრეშვაზე 89 000 ლარი დაიხარჯა.
  • ქვემო შაქშაქეთის გზის რეაბილიტაციისთვის 182 79 5ლარი დაიხარჯა.
  • მოხისში ,ქვენატკოცაში,ავლევში და ბრეთში ტრენაჟორების მოწყობისთვის 112 851 ლარი გაიხარჯა.
  • ქარელის რაიონის 5 სოფელში კოდაში, საციხურში, თამარაშენში, ზემო შაქშაქეთში და კოდა ვარდის უბანში