ახალციხეში ორი კორპუსის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარამდე დაიხარჯება

387

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, ორი მრავალსართულიანი ბინის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 295 463 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოპირკეთდება და შეიღებება N15 და N25 საცხოვრებელი კორპუსების ფასადები, კეთილმოეწყობა სადარბაზოები და აივნები, სადარბაზოებში შეიცვლება ფანჯრები და კორპუსების მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ.

მიმდინარე წელს კიდევ რამდენი ბინის რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა, ზუსტად რომლის, ამ ეტაპზე უცნობია. ახალციხის მერიაში კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ და ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება.