თელავში “ისტორიული ავტომობილების ფესტივალი 2022” ჩატარდება

733

22 მაისს 13:00 საათზე, თელავის ცენტრალურ მოედანზე “ისტორიული ავტომობილების ფესტივალი თელავში – 2022” ჩატარდება.

ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ავტოკოლექციონერები და ავტოინჟინერ რესტავრატორები, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ისტორიული ავტომობილების მფლობელები მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც მერიაში აცხადებენ, ფესტივალზე წარდგენილი იქნება, როგორც ამერიკული ისტორიული ავტომობილები, ასევე, ევროპული, ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოებული და ე.წ. “ჰენდ მეიდი” ავტომობილები, ასევე, ისტორიული და კლასიკური დიზაინის მქონე მოტოციკლები.

ფესტივალი საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით გაიმართება.

რეგისტრაციისთვის დარეკეთ ნომერზე 595 55 59 44-ზე.