ოჯახის ექიმებისა და ექთნებისთვის ხელფასის მატება იგეგმება

717

„ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

“მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტში მყოფი ზურაბ აზარაშვილის განცხადებითვე, რეფორმის ფარგლებში მოხდება გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებისთვის, დიფერენცირებული-გაზრდილი კაპიტაციური დაფინანსების ამოქმედება და დაფინანსების მექანიზმების იმგვარი მოდიფიცირება, რომ პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა გარანტირებული იყოს.

„წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში და ამავდროულად გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. სამედიცინო ჰოლდინგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დრომდე მოხდა, 200-მდე სოფლის ამბულატორიისთვის, განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება“, – განაცხადა აზარაშვილმა.