ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

373

12-15 მაისს, ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს “ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022” უმასპინძლებს. ფესტივალი თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენების, კონფერენციების, დისკუსიების და შეხვედრების გამართვას გულისხმობს. პროგრამა თერთმეტამდე ღონისძიებას მოიცავს. ისინი ქუთაისში, ბაღდათსა და გელათში გაიმართება.

ფესტივალის პროგრამა: 12 მაისი 18:00 საათი – დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში “ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022” -ის გახსნა. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა; გალერეის ფასადზე თემატური ფოტო- გამოფენის “Uრბან Lანდსცაპეს” პრეზენტაცია.

20:00 საათი – დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის შიდა ეზო, მოწვეული მხატვრების ვიდეო პროექციები.

13 მაისი 12:00 საათი – ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, კონფერენცია; სალონიკის მუზეუმის და პარიზიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ, მუზეუმისა და რესტავრაციის უახლეს მეთოდოლოგიაზე სემინარის და დისკუსიის გამართვა;

15:00 საათი – ქუთაისის ფოტო- მუზეუმის საარქივო მასალის გამოფენა (სალონიკის და ქუთაისის ფოტო- მუზეუმებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაფორმება); ქუთაისის მხატვართა კავშირის საგაზაფხულო გამოფენა;

19:00 საათი – დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის შიდა ეზო, ვიდეო პროექცია; 14 მაისი 12:00 საათი – ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, მხატვრების პრეზენტაცია;

15:00 საათი – მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, ბაღდათი, სტუმრების საქმიანი ვიზიტი;

19:00 საათი – დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ფასადზე შტრეეტ Aრტ, ღოცკ & ჭალლ პროექტის პრეზენტაცია. პიერ ტერასონი (ფოტოგრაფია), კახა ერისთავი (ფერწერა), ინსტალაცია , ფოტო- კოლაჟი, ჯგუფ “ფრანის” მუსიკის თანხლებით.

15 მაისი 12:00 საათი – გელათის სამონასტრო კომპლექსში მოწვეული რესტავრატორების და საერთაშორისო მუზეუმების წარმომადგენლების პროფესიული ვიზიტი; “ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022” – ის დახურვა.

ფესტივალი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.