ნაძალადევის რაიონს კიდევ სამი ახალი საბავშვო გასართობი მოედანი შეემატა.
გამგეობის ინფორმაციით, კაუჩუკის მოედანი მოეწყო და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა შემდეგ მისამართებზე: ზღვისუბნის მე-9 კვ. N15ა; გურამიშვილის გამზირი N78; გუდამაყრის ქუჩა N7ბ;
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 141 876 ლარი დახარჯა.