ბათუმში 3 მაისს შეცვლილი სატრანსპორტო სქემის შესახებ მერიამ მოსახლეობას 9 მაისს აცნობა

431

ბათუმში 3 მაისს შეცვლილი სატრანსპორტო სქემის შესახებ მერიამ მოსახლეობას 9 მაისს აცნობა.

“ფარნავაზ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 3 მაისიდან დროებით იცვლება აღნიშნული ქუჩით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსების მარშრუტები, კერძოდ: სამარშრუტო ხაზები: N24, N29, N31, N34, N36 და N40 იმოძრავებს გორგასალის ქუჩით, ხოლო გორგასალის ქუჩაზე მოძრავი სამარშრუტო ხაზები: N20, N21, N25, N27, N39, N42, N49 და N56 პუშკინის ქუჩით იმოძრავებს.

ფარნავაზ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება და ქუჩის მონაკვეთები ეტაპობრივად გადაიკეტება. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო”, – წერია ბათუმის მერიის ფეისბუქ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 3 მაისს, სამუშაო დღე იყო, ხოლო, 9 მაისს ოფიციალური დასვენება.