ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას საკრებულოს სხდომაზე იწვევს. როგორც ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მაია კალანდიამ განაცხადა, ახლად რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღის მარჯვენა ფლიგელი სადრენაჟო სისტემის გარეშეა, ტერიტორიაზე დაგუბებული წყალი კი მრავალწლოვანი ხეების გახმობას იწვევს. ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ბაღი მიზანმიმართულად ნადგურდება.
„ჩვენ დღეს საკრებულოს სხდომაზე მოვისმენთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის ზვიად ქარჩავას ერთი წლის ანგარიშს....
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ტინისხიდში, დიდი გორიჯვარში და გორში, რკინიგზის სადგურის დასახლბაში, გზების სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის, ტენდერი გამოცხადა, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 1 015 510 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით, სოფელ ტინისხიდში შიდა გზებისა და სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც 400 000 ლარია გათვალისწინებული.
დიდ გორიჯვარშვი გზების რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო რკინიგზის სადგურის დასახახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მოწესრიგდება, რისთვისაც 300 000...
პარტია “საქართველოსთვის” წევრი ქარელში თეატრის დაარსების იდეით გამოდის. ინიციატივა მან საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა.
"ქარელში დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი არადელი-იშხნელი, რომელიც ცნობილია არა მარტო მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ საქართველოში. ამიტომ კარგი იქნება, თუ მისი სახელობის თეატრს დავაარსებთ.
გიორგი არადელმა ქარელში მოყვარულთა თეატრს ჩაუყარა საფუძველი. ჩემი წინაპრებისგანაც მსმენია, თუ რამდენი სპექტაკლები იდგმებოდა მისი თაოსნობით. მართალია, მაშინ პროფესიონალი მსახიობები არ იყვნენ ქარელში, მაგრამ მოყვარულები...
გორის მერიის მიერ დაფუძნებელი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს ხელფასი 2 200 ლარამდე გაეზარდათ. "რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, შრომითი ანაზღაურების მატება ყველა მუნიციპალური ა(ა)იპ-ის დირექტორს შეეხო.
“წინა წელს მათი ხელფასი 1 750 ლარი იყო. მატება თითქმის 500 ლარია”, – უთხრეს “რადიო მოზაიკას”.
შეგახსენებთ, რომ გორის მერიას 10 ა(ა)იპ აქვს დაფუძნებული, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. მიმდინარე წელს, ა(ა)იპ-ების შენახვისთვის ბიუჯეტში 23 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული, რაც წინა წლის...
საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით, გრძელდება ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა – ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ანგარიშში
„მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქვეყნის სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაში. PACE Group-ის მიერ ფოთის ნავსადგურში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობაში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. აქედან 50 მლნ აშშ დოლარი ფინანსდება აშშ-ის...
პრემიერის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი დინამიკით მიმდინარეობს და მისივე თქმით, ამაზე მეტყველებს მაისის სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც ტურიზმის 95-პროცენტიანი აღდგენა ფიქსირდება. პრემეირის განცახებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2019 წლის პანდემიამდელ მდგომარეობას, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ ვჩერდებით, ვაკეთებთ ბაზრების დივერსიფიკაციას, მეტი მაღალმხარჯველიანი ტურისტის შემოყვანას და ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს. საჭიროა ყველა...
საქართველოში კურორტების განვითარების სააგენტო დაფუძნდება. სააგენტო ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ივლისში დაიწყებს. ინფორმაციას ბიზნეს პარტნიორი ავრცელებს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, სააგენტოს ძირითადი ამოცანები იქნება ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტების და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობა; ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლა და შესაბამისი გენგეგმების მომზადება; აღნიშნული ადგილების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა და განვითარების ხელშეწყობა; ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვისათვის სხვადასხვა უწყებებთან...
ქალაქ საგარეჯოში ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცე ეწყობა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარებიის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 505 035 ლარს შეადგენს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სკვერთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის, შშმ პირთათვის ადაპტირებულ პანდუსის, საბავშვო-გასართობი მოედნის და საბავშვო ატრაქციონების, ასევე, სპორტული საკალათბურთო მოედნის და ქუჩის ტრენაჟორების მოწყობა. ამასთან, ბილიკებს შორის გაკეთდება გამწვანება და დაიგება დეკორატიული ქვაფენილები,...
2023 წლის პირველი იანვრიდან, მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობის ეტაპობრივი ზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის მიხედვით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევების გარდა, გაიზრდება მოსაკრებლის ოდენობა მშენებლობის ნებართვისთვის ოთხი ლარიდან არაუმეტეს 10 ლარამდე, ხოლო, საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – ხუთი ლარიდან არაუმეტეს 11 ლარამდე.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას ეტაპობრივად – 2023 წლიდან ექვს ლარამდე იქნება, 2024 წლიდან...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა აბდელანი აცხადებს, რომ კორპუსზე, რომლის აივანიც 26 ივნისს ჩაინგრა, უკანონო მიშენებები არ ყოფილა. მისივე თქმით, მერიის ინფორმაციით, კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ იყო.
„აღნიშნულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უკანონო მიშენებები არ ყოფილა, არც რაიმე მომართვა არ ყოფილა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ეს საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ ყოფილა. ამ...
24 ივნისს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციას მხარი დაუჭირეს. მიზეზი რეორგანიზაციაა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ლიკვიდაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით დაინიშნოს ლიკვიდატორი. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების უფლება მიენიჭოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს“, – წერია საკრებულოს განმარტებით ბარათში.
რეორგანიზაციის შედეგად, მერიაში ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სამსახური. ამ სამსახურში ერთ–ერთ მიმართულებად კი...
ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე კი, რამდენიმე მისამართზე ლიფტები განახლდა. კერძოდ, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტები ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N1ა და N1ბ-ს და ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის N11-ში რეაბილიტირდა.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას, გამოიცვალა როგორც ლიფტების მექანიკური ნაწილები, ისე კაბინები და სხვა დეტალები. ამასთან, განახლებული ლიფტი ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის N11 კორპუსში შშმ პირებზე ადაპტირებულია.
"ლიფტების...
UNESCO-მ "დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ (თუშეთი) და "სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ (დედოფლისწყარო) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ქ. პარიზში, UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში მიიღეს. UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის სამდივნომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ნომინაცია შენიშვნების გარეშე დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი...
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ.ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე (ე.წ. ყავების ქუჩა, კმ193-კმ195 მონაკვეთი), მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 6 ივლისამდე, პერიოდული სამუშაობი ჩატარდება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ.ზესტაფონის თამარ მეფის ქუჩის გავლით, ხოლო, დროის ამ პერიოდში დანარჩენი ავტიტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
მთავრობა საშემოსავლო გადასახადის მუნიციპალიტეტებისთვის გაყოფას 2022-2023 წლებშიც არ აპირებს - დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2022-2023 წლების იმ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მან 6 თვის დაგვიანებით, მხოლოდ გასულ კვირას, საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიიღო, საშემოსავლო გადასახადის ზიარ გადასახადად ქცევაზე ისევ არაფერი წერია.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ შემდეგი ვალდებულება აიღო: "საშუალოვადიან პერსპექტივაში საბიუჯეტო კოდექსში...
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს გადასცა.
2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 2 500-მდე ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ის ოჯახებია, რომლებიც წლების განმავლობაში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































