ქალაქ საგარეჯოში ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცე ეწყობა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარებიის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 505 035 ლარს შეადგენს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სკვერთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის, შშმ პირთათვის ადაპტირებულ პანდუსის, საბავშვო-გასართობი მოედნის და საბავშვო ატრაქციონების, ასევე, სპორტული საკალათბურთო მოედნის და ქუჩის ტრენაჟორების მოწყობა. ამასთან, ბილიკებს შორის გაკეთდება გამწვანება და დაიგება დეკორატიული ქვაფენილები, ხოლო, ბილიკების გასწვრივ დეკორატიული განათების, ლამპიონისა და დეკორატიული ღობის მოწყობა იგეგმება. გარდა ამისა, სკვერში ახალი მონოლითური კედლები, ფანჩატური და ადაპტირებული საპირფარეშო გაკეთდება.