ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე დღეიდან 6 ივლისამდე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

387

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ.ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე (ე.წ. ყავების ქუჩა, კმ193-კმ195 მონაკვეთი), მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 6 ივლისამდე, პერიოდული სამუშაობი ჩატარდება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ.ზესტაფონის თამარ მეფის ქუჩის გავლით, ხოლო, დროის ამ პერიოდში დანარჩენი ავტიტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ქალაქ ზესტაფონის გავლით.