ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, “ნაცმოძრაობა” ზუგდიდის მერს საკრებულოს სხდომაზე იწვევს

565

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას საკრებულოს სხდომაზე იწვევს. როგორც ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მაია კალანდიამ განაცხადა, ახლად რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღის მარჯვენა ფლიგელი სადრენაჟო სისტემის გარეშეა, ტერიტორიაზე დაგუბებული წყალი კი მრავალწლოვანი ხეების გახმობას იწვევს. ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ბაღი მიზანმიმართულად ნადგურდება.

„ჩვენ დღეს საკრებულოს სხდომაზე მოვისმენთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის ზვიად ქარჩავას ერთი წლის ანგარიშს. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვიწვევთ ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას. თავის ქალაქს გასცეს პასუხი რანაირად და როგორ მოხდა ის, რომ ბოტანიკური ბაღი კი არ რეაბილიტირდა, არამედ მოხდა ისე, რომ ბოტანიკური ბაღი პრაქტიკულად არ აქვს ზუგდიდს, რადგან იქ შემსვლელთათვის ვიზიტი არ არის უსაფრთხო“, – განაცხადა მაია კალანდიამ.

ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში პრობლემები შექმნა. წაქცეულია 7 მრავალწლოვანი ხე და დაზიანდა ბოტანიკური ბაღის გალავანი.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კომპლექსური რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა.

სარეაბილიტაციის პროექტის ღირებულება – 10 მლნ ლარზე მეტია. პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მერიასთნ ერთად განახორციელა.

ფონდ „ქართუსა“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მომზადდა.