გორის მერიამ გზების სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა

375

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ტინისხიდში, დიდი გორიჯვარში და გორში, რკინიგზის სადგურის დასახლბაში, გზების სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის, ტენდერი გამოცხადა, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 1 015 510 ლარი გაითვალისწინა.

პროექტის მიხედვით, სოფელ ტინისხიდში შიდა გზებისა და სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც 400 000 ლარია გათვალისწინებული.

დიდ გორიჯვარშვი გზების რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო რკინიგზის სადგურის დასახახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მოწესრიგდება, რისთვისაც  300 000 ლარია გათვალისწინებული.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120  დღეში უნდა დაასრულოს.