გორის მერიამ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს ხელფასი 2 200 ლარამდე გაუზარდა

392

გორის მერიის მიერ დაფუძნებელი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს ხელფასი 2 200 ლარამდე გაეზარდათ. “რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, შრომითი ანაზღაურების მატება ყველა მუნიციპალური ა(ა)იპ-ის დირექტორს შეეხო.

“წინა წელს მათი ხელფასი 1 750 ლარი იყო. მატება თითქმის 500 ლარია”, – უთხრეს “რადიო მოზაიკას”.

შეგახსენებთ, რომ გორის მერიას 10 ა(ა)იპ აქვს დაფუძნებული, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. მიმდინარე წელს, ა(ა)იპ-ების შენახვისთვის ბიუჯეტში 23 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს თითქმის 3 000 000 ლარით აღემატება.