მარნეულის მერიის წარმომადგენელი მომხდარ ნგრევაზე: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უკანონო მიშენებები არ ყოფილა – კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ იყო

359

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა აბდელანი აცხადებს, რომ კორპუსზე, რომლის აივანიც 26 ივნისს ჩაინგრა, უკანონო მიშენებები არ ყოფილა. მისივე თქმით, მერიის ინფორმაციით, კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ იყო.

„აღნიშნულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უკანონო მიშენებები არ ყოფილა, არც რაიმე მომართვა არ ყოფილა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ეს საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ ყოფილა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საკვლევაძიებო სამუშაოები, შესაბამისი სფეროს აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ და ველოდებით საგამოძიებო სამსახურის საბოლოო დასკვნას“, – ამბობს მარნეულის მერიის წარმომადგენელი.

მანეულში მომხდარ ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედიის შედეგად დაღუპულია 40 წლამდე ქალი, ასევე, რვა თვის ორსული, თუმცა, ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს.