პარტია “საქართველოსთვის” წევრს ქარელში თეატრის დაარსება სურს

432

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ქარელში თეატრის დაარსების იდეით გამოდის. ინიციატივა მან საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა.

“ქარელში დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი არადელი-იშხნელი, რომელიც ცნობილია არა მარტო მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ საქართველოში. ამიტომ კარგი იქნება, თუ მისი სახელობის თეატრს დავაარსებთ.

გიორგი არადელმა ქარელში მოყვარულთა თეატრს ჩაუყარა საფუძველი. ჩემი წინაპრებისგანაც მსმენია, თუ რამდენი სპექტაკლები იდგმებოდა მისი თაოსნობით. მართალია, მაშინ პროფესიონალი მსახიობები არ იყვნენ ქარელში, მაგრამ მოყვარულები აქტიურად იყვნენ ჩართულები თეატრალურ ცხოვრებაში.

თეატრის დაარსება არ იქნება დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. ჩვენ ამ ადამიანთან პირმართლები რომ ვიყოთ და არ იფიქრონ, რომ მისი ღვაწლი არ დავაფასეთ, გავხსნათ მისი სახელობის თეატრი ,მითუმეტეს რომ ამის რესურსი გვაქვს”, – აღნიშნა ვასიკო ბაქრაძემ.