პრემიერი: ყველა კურორტის აღდგენა უნდა შევძლოთ

571

პრემიერის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი დინამიკით მიმდინარეობს და მისივე თქმით, ამაზე მეტყველებს მაისის სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც ტურიზმის 95-პროცენტიანი აღდგენა ფიქსირდება. პრემეირის განცახებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2019 წლის პანდემიამდელ მდგომარეობას, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ ვჩერდებით, ვაკეთებთ ბაზრების დივერსიფიკაციას, მეტი მაღალმხარჯველიანი ტურისტის შემოყვანას და ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს. საჭიროა ყველა ის დანახარჯი, რომელიც კეთდება ინფრასტრუქტურაში, ახალი ტურისტული ადგილების შექმნაში, ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრომ დააფუძნა ახალი სააგენტო, კურორტების სააგენტო, მეტად კონცენტრირებული მუშაობა რომ წავიდეს, ყველა კურორტის აღდგენა უნდა შევძლოთ ჩვენ, მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გავაკეთოთ. ამ კურორტების გამოტანას ვაპირებთ უახლოეს რამდენიმე კვირაში, სექტემბრამდე ალბათ გამოვიტანთ, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყოს მართლაც უნიკალური ტურისტული ადგილები და ის ტრადიციული ისტორიული კურორტები, რაც გვქონდა, ყველაფრის აღდგენა არის აუცილებელი”,- განაცხადა პრემიერმა.