წინა სტატია ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროკურატურა მას მილიონ 370 ათას ლარზე მეტის გაფლანგვას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გიორგი ერმაკოვს 7 წელი ჰქონდა მისჯილი. მას და ბათუმის მერიის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს გამოძიება იაფი სახლის საქმეზე ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლაგვას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. სააპელაციომ ბათუმის ყოფილ მერს მუხლი გადაუკვალიფიცირა და მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაუტოვა, რაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს....
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ხაშურის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. "სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად", – ნათქვამია სადენდერო ხელშერულებაში შესასრულებელი სამუშაოები დაყოფილია ორ ეტაპად - პირველ ეტაპზე შესრულდება 526 316 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო, მეორე ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ხარჯი კი 2023 წლის ასიგნებებიდან დაიფარება. ტენდერის ღირებულება 1 422 463 ლარია.
უკვე მესამე კვირაა, რაც მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ორ ეტაპად არის დაყოფილი და ამ დროისთვის პირველი ეტაპი ხორციელდება, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემების შეცვლას, წყალარინებისა და წყალგამტარების ქსელის შეცვლას, სანიაღვრე ქსელის მოწყობას გულისხმობს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.  აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე ქსელის მოწყობა დედაქალაქის ბიუჯეტით მოხდება, წყალარინებსა და წყალგამტარებს კომპანია GWP აფინანსებს. რა ეტაპზეა სამუშაოები და როდის დასრულდება რეაბილიტაციის პირველი...
ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებულ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარა. აღნიშნული პროექტი, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 274 000 ლარია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა. "ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. შესაბამისად, ყველა პროექტში გათვალისწინებულია სპორტული სივრცეების არსებობა იმისთვის, რომ ახალგაზრდები სპორტით დაკავდნენ. წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედანი მთლიანად კეთილმოწყობილია. გარშემო გულშემატკივართა ტრიბუნა განთავსდა. ამ პროექტის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა შენარჩუნებულიყო. დაახლოებით, 274...
დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკი მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და აღნიშნული ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა. "ულამაზესი პარკი გაშენდა 14 700 კვ.მ ფართობზე. გაკეთდა ყველაფერი, ველობილიკებით, განათებით, სარწყავი სისტემითა და ატრაქციონებით. ყველაფერი არის გათვალისწინებული, რაც საჭიროა პარკში. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება და დედაქალაქს ძალიან ბევრ პარკს ვაჩუქებთ", - აღნიშნა თბილისის მერმა. პროექტის ფარგლებში,...
წინა სტატია როგორც ცნობილია, გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შეიტანა და პანდემიით დაზარალებული ბიზნესის ნაწილს შეღავათები დაუწესა. ერძოდ კი, ქონების გადასახადისგან (გარდა მიწისა), რომლის დეკლარირება 2022 წელს არის გათვალისწინებული, გათავისუფლდებიან: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები; დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; სასმელებით მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი ცენტრალურ ბიუჯეტს "გროშ-კაპიკ-მანეთი" არ უნდა მოაკლდეს, მუნიციპალიტეტები კი წყალსაც წაუღია - ასე ფიქრობს ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც, როცა მოუნდება, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, თუ უბრალოდ, მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების ჩასაცხრობად, შეღავათებს მუნიციპალური ბიუჯეტების ხარჯზე აწესებს და, ვალდებულების მიუხედავად, სანაცვლო თანხასაც არ აძლევს. ასე მოხდა ახლაც - ხელისუფლებამ, რომელიც ამტკიცებს, რომ, თურმე, თვითმმართველობის გაძლიერებაზე დღედაღამ შრომობს და დეცენტრალიზაციის სტრატეგიით აღებულ ვალდებულებებსაც (მათ...
გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, მოადგილის თანამდებობის გარდა, ამ დრომდე იკავებს ა(ა)იპ საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას, რომლის უფლებასაც კანონი უზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რადიო მოზაიკა, რომელმაც ამის შესახებ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის 2022 წლის 15 მარტის ამონაწერის მიხედვით დაადგინა. კანონის "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, "საჯარო მოსამსახურეს უფლება არ...
წინა სტატია საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა წყალტუბოს განვითარების გეგმა ბიზნესსა და საზოგადოებას წარუდგინა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა წყალტუბოს აღდგენის პროცესში ყოფილი პრემიერის და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა და განაცხადა: „ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო წყალტუბოს კურორტის სრულყოფილად და სრულად აღდგენა და ამაზე სამთავრობო გუნდი ერთსულოვნად, მაღალი დონის კოორდინაციით მუშაობს“. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კურორტი...
წინა სტატია საქართველოს მთავრობას წყალტუბოში 50 მლნ ლარის ღირებულების 14 სანატორიუმი გამოაქვს გასაყიდად. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის - "წყალტუბოს ახალი სიცოცხლის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი გეგმაა, დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. ეს ჩვენი მმართველი ძალის დაპირებაა. ყველა საკითხი - წყლის პრობლემა, გენერალური გეგმის პრობლემა მოგვარებულია და ახლა უკვე გასაყიდად გამოგვაქვს 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, 50 მლნ ლარს...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში შიდა გზების მოპირკეთდება. შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ხაშურის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი უკვე დაიგო, ახლა კი სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. “ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ უბნების მოწყობა, რომლებითაც ადგილობრივი მოსახლეობა ინტენსიურად სარგებლობს”, – აცხადებს ხაშურის მერია. გზების რეაბილიტაციისთვის 588 000 დაიხარჯება.
წინა სტატია ხაშურის მერიამ "ზემო სერის" ტყე-პარკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 803 897 ლარს შეადგენს. "მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეათანხმოს მასალების იერსახე და ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად", – ნათქვამია სატენდერო ხელშეკრულებაში სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღით. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში. წინადადების მიღება იწყება 2022 წლის 21 ივლისს და გრძელდება 26 ივლისამდე.
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების აღსაზრდელთათვის, წელს პირველად, ახალი სერვისი - საზაფხულო ბაღი ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. ,,რუსთავში პირველად დაიწყო ფუნქციონირება საზაფხულო ბაღმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, იმ მშობლებისთვის შეგვეწყო ხელი და დავხმარებოდით, ვისაც ბავშვები ვერ გაჰყავს ქალაქიდან. 500-მდე ოჯახმა გამოთქვა სურვილი და ვცდილობთ, რომ სერვისი მაქსიმალურად მორგებული იყოს თითოეულ ბავშვზე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. საზაფხულო ბაღში აღსაზრდელები #6, #10...
კასპის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში სპორტული სივრცეები მოეწყობა. ტრენაჟორების დასამონტაჟებლად, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და ამისთვის ბიუჯეტში 148 422 ლარია გათვალისწინებული. ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება: ყარაფილაში; კოდისწყაროში; თვაურებში; ქვემო გომში; თეზიში; ქვემო ჭალში; სატენდერო პირობების მიხედვით, ტრენაჟორების გარდა, შერჩეულმა კომპანიამ უნდა მოაწყოს საჩრდილობელი და მოედანი ტრენაჟორებისთვის.
ქარელის მერიამ ხელოვნების სკოლებისთვის ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები შეიძინა. ქარელის მერიის კულტურისა და ხელოვნების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ფორტეპიანოების, ვიოლინოების, ფანდურების და სხვა საკრავების შეძენისთვის ბიუჯეტიდან 5 000 ლარამდე დაიხარჯა. ქარელის ხელოვნების სკოლისთვის შეიძინეს 4 ვიოლინო, 4 ხიდი და დაიხარჯა 1 096 ლარი. რუისის ხელოვნების სკოლის ფოლკლორული გუნდისთვის შეიძინეს შეძენილი 5 ქრომატული ფანდური, 5 სალამური, 1 დოლი  და დაიხარჯა 2 600 ლარი. ქარელის ხელოვნების...
სექტემბერში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, უმაღლესი სტანდარტების საბავშო ბაღი გაიხსება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება – ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "საბავო ბაღი იქნება ერთჯგუფიანი და იგი მოემსახურება დაახლოვებით 20 სკოლამდელ აღსაზრდელს. ვინაიდან სასწავლო წელი უკვე სრულდება, გადავწყვიტეთ საბავშო ბაღი სექტემბერში გავხსნათ", – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო მეზვრიშვილმა.  

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ