ქარელის მერიამ ხელოვნების სკოლებისთვის ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები შეიძინა

524

ქარელის მერიამ ხელოვნების სკოლებისთვის ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები შეიძინა.

ქარელის მერიის კულტურისა და ხელოვნების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ფორტეპიანოების, ვიოლინოების, ფანდურების და სხვა საკრავების შეძენისთვის ბიუჯეტიდან 5 000 ლარამდე დაიხარჯა.

  • ქარელის ხელოვნების სკოლისთვის შეიძინეს 4 ვიოლინო, 4 ხიდი და დაიხარჯა 1 096 ლარი.
  • რუისის ხელოვნების სკოლის ფოლკლორული გუნდისთვის შეიძინეს შეძენილი 5 ქრომატული ფანდური, 5 სალამური, 1 დოლი  და დაიხარჯა 2 600 ლარი.
  • ქარელის ხელოვნების სკოლისთვის და ბრეთის განყოფილებისთვის შეიძინეს 2 ფორტეპიანო და დაიხარჯა 1 300 ლარი.

სააგენტოს ინფორმაციით, მათ დაქვემდებარებაში 3 სახელოვნებო სკოლაა, სადაც 69 ადამიანი 613 ბავშვს ემსახურება.

2021 წლის განმავლობაში ხელოვნების სკოლების ფუნქციონირებისთვის, ბიუჯეტიდან 331 662  ლარი დაიხარჯა.