როგორც ცნობილია, გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები შეიტანა და პანდემიით დაზარალებული ბიზნესის ნაწილს შეღავათები დაუწესა. ერძოდ კი, ქონების გადასახადისგან (გარდა მიწისა), რომლის დეკლარირება 2022 წელს არის გათვალისწინებული, გათავისუფლდებიან: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები; დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; სასმელებით მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები. საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში.
ქონების გადასახადი ის ერთადერთი გადასახადია, რომელიც სრულად მუნიციპალურ ბიუჯეტებში რჩება. ხელისუფლების მიერ დაწესებული ამ შეღავათით კი მუნიციპალიტეტები, ჯამში, 39 მილიონზე მეტით დაზარალდებიან. ორადორი მუნიციპალიტეტი, რომელიც ქონების გადასახადიდან შემოსავლებს არ დაკარგავს დმანისის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიაში მოხვდა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ქონების გადასახადიდან 2,263 ლარი მოაკლდება. როგორც ცნობილია, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მოსახლეობის მსგავსად, დევნილობაშია და ადმინისტრაცია წეროვანის დევნილთა დასახლებაშია განთავსებული.
რომელ მუნიციპალიტეტს რამდენი მოაკლდება ქონების გადასახადიდან, ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილეთ:
მუნიციპალიტეტის დასახელება | საპროგნოზო შეღავათის ოდენობა (ქონების გადასახადი) |
---|---|
თბილისი | 17,705,461 |
ბათუმი | 9,718,130 |
თელავი | 2,083,173 |
ქობულეთი | 1,270,098 |
ბორჯომი | 1,005,434 |
ყაზბეგი | 918,059 |
დუშეთი | 762,231 |
მცხეთა | 637,414 |
ოზურგეთი | 595,511 |
ხულო | 594,916 |
ქუთაისი | 453,564 |
გურჯაანი | 395,846 |
ყვარელი | 368,918 |
ზუგდიდი | 353,089 |
სიღნაღი | 334,164 |
წყალტუბო | 306,689 |
ბაღდათი | 261,300 |
წალკა | 230,685 |
რუსთავი | 207,214 |
ხელვაჩაური | 169,448 |
მესტია | 121,026 |
გორი | 86,206 |
ახალციხე | 84,379 |
ხაშური | 70,185 |
საჩხერე | 58,441 |
ონი | 45,653 |
ფოთი | 44,802 |
ლაგოდეხი | 32,783 |
ლანჩხუთი | 30,014 |
საგარეჯო | 25,727 |
კასპი | 22,849 |
ბოლნისი | 22,643 |
ამბროლაური | 20,798 |
სამტრედია | 20,626 |
ჩოხატაური | 19,748 |
ზესტაფონი | 19,623 |
შუახევი | 15,074 |
თერჯოლა | 11,609 |
გარდაბანი | 8,444 |
ხარაგაული | 7,990 |
ქედა | 7,888 |
ახმეტა | 7,605 |
ახალქალაქი | 7,486 |
მარტვილი | 7,250 |
ტყიბული | 7,172 |
სენაკი | 5,638 |
თიანეთი | 5,474 |
ასპინძა | 4,626 |
მარნეული | 4,073 |
ვანი | 3,525 |
ქარელი | 3,195 |
ადიგენი | 3,098 |
ხობი | 2,619 |
ახალგორი | 2,263 |
ჭიათურა | 2,202 |
თეთრიწყარო | 1,431 |
აბაშა | 1,042 |
წალენჯიხა | 755 |
ცაგერი | 410 |
დედოფლისწყარო | 213 |
ჩხოროწყუ | 83 |
ნინოწმინდა | 50 |
ხონი | 27 |
სულ ჯამი | 39,218,086 |