რუსთავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის ახალი სერვისი – საზაფხულო ბაღი ამოქმედდა

579

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების აღსაზრდელთათვის, წელს პირველად, ახალი სერვისი – საზაფხულო ბაღი ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

,,რუსთავში პირველად დაიწყო ფუნქციონირება საზაფხულო ბაღმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, იმ მშობლებისთვის შეგვეწყო ხელი და დავხმარებოდით, ვისაც ბავშვები ვერ გაჰყავს ქალაქიდან. 500-მდე ოჯახმა გამოთქვა სურვილი და ვცდილობთ, რომ სერვისი მაქსიმალურად მორგებული იყოს თითოეულ ბავშვზე“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საზაფხულო ბაღში აღსაზრდელები #6, #10 და #34 ბაგა-ბაღებმა მიიღეს.

საზაფხულო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი პირველ ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება. აღსაზრდელთა მიღება, წინასწარი სტატისტიკური კვლევის საფუძველზე მოხდა. საზაფხულო ბაღში ბავშვის ჩარიცხვის სურვილი, 500-მდე აღსაზრდელის მშობელმა გამოთქვა.