კასპის 6 სოფელში სპორტული სივრცეები მოეწყობა

342

კასპის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში სპორტული სივრცეები მოეწყობა. ტრენაჟორების დასამონტაჟებლად, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და ამისთვის ბიუჯეტში 148 422 ლარია გათვალისწინებული.

ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება: ყარაფილაში; კოდისწყაროში; თვაურებში; ქვემო გომში; თეზიში; ქვემო ჭალში;

სატენდერო პირობების მიხედვით, ტრენაჟორების გარდა, შერჩეულმა კომპანიამ უნდა მოაწყოს საჩრდილობელი და მოედანი ტრენაჟორებისთვის.