ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა

487

წინა სტატია

ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროკურატურა მას მილიონ 370 ათას ლარზე მეტის გაფლანგვას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

გიორგი ერმაკოვს 7 წელი ჰქონდა მისჯილი. მას და ბათუმის მერიის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს გამოძიება იაფი სახლის საქმეზე ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლაგვას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

სააპელაციომ ბათუმის ყოფილ მერს მუხლი გადაუკვალიფიცირა და მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაუტოვა, რაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ერმაკოვმა პატიმრობის ეს ვადა უკვე მოიხადა.

“დანაშაული, რასაც ჩვენ გვედავებოდნენ, არავის არ ჩაუდენია, არც შეეძლო არავის, ჩაედინა. მე კეთილსინდისიერად, ნამუსიანად, შემიძლია თქვენც ჩაგხედოთ თვალებში, ყველა იმ ბათუმელს, ვინც ღირსია, რომ ატაროს ეს სახელი და ვისაც მე დიდ პატვს ვცემ თანადგომისთვის, ერთგულებისთვის, იმ ნდობისთვის რაც გამომიცხადა”, –ამბობს ერმაკოვი. 

ადვოკატის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას და ერმაკოვის სრულ გამართლებას მოითხოვენ.