ხაშურის მერიამ ბულბულისციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

320

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ხაშურის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

“სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად”, – ნათქვამია სადენდერო ხელშერულებაში

შესასრულებელი სამუშაოები დაყოფილია ორ ეტაპად – პირველ ეტაპზე შესრულდება 526 316 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო, მეორე ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ხარჯი კი 2023 წლის ასიგნებებიდან დაიფარება.

ტენდერის ღირებულება 1 422 463 ლარია.