სექტემბერში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, უმაღლესი სტანდარტების საბავშო ბაღი გაიხსება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება – ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“საბავო ბაღი იქნება ერთჯგუფიანი და იგი მოემსახურება დაახლოვებით 20 სკოლამდელ აღსაზრდელს. ვინაიდან სასწავლო წელი უკვე სრულდება, გადავწყვიტეთ საბავშო ბაღი სექტემბერში გავხსნათ”, – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო მეზვრიშვილმა.