წყალტუბოში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 24 მილიონ ლარს შეადგენს, წყალარინების ახალი ქსელი, კოლექტორები და სატუმბი სადგურები მოეწყობა. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. "დღეის მდგომარეობით, ქალაქში წყალარინების ინფრასტრუქტურით მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ვერ სარგებლობს. არსებული ქსელისა და ობიექტების დიდი ნაწილი კი ამორტიზებულია. პროექტის დასრულების შედეგად, ქალაქ წყალტუბოს...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მალე სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები სოფელ დიმში დღეიდან დაიწყო, საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩაიდო. "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), საერთაშორისო ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის (Brot für die Welt)" ფინანსური მხარდაჭერით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს “სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს სოფლებში“. რომლის ფარგელბშიც სოფელ დიმში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მცირე ასაკის შშმ პირთათვის სოციალური...
ქალაქ თელავში თბილისის ქუჩაზე დაზიანებული გზის ნაცვკლად ქვაფენილს დააგებენ. თელავის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული გრუნტის გზის ნაცვლად 433 გრძ. მ სიგრძის გზაზე ქვაფენილი დაიგება. "სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ბიელი" აწარმოებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 619 461 ლარით ფინანსდება", - განმარტავენ მერიაში. https://www.facebook.com/TelaviCityHall/posts/pfbid035ALFj2ckLjJkNgp3ninF9BopA2ejeoyysR3Ab6g6b7kJ41JfuHmrebueoDjLR9Url
USAID ხელს აწერს  ხუთწლიან, 21 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების  კონტრაქტს, რომელიც მხარს დაუჭერს უფრო ეფექტიან და ანგარიშვალდებულ ადგილობრივ მმართველობას საქართველოში, რაც მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმების ნაწილია. USAID-ის ადგილობრივი მმართველობის პროგრამა აცნობიერებს არჩეული თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების პოტენციალს ეფექტიანად მართონ სერვისები და უზრუნველყონ ადგილობრივი მთავრობების ანგარიშვალდებულება მოსახლეობის მიმართ. პროგრამა პრიორიტეტს ანიჭებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების როლს და ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების...
ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონ 252 ათასი ლარით გაიზრდება. როგორც მერიაში აცხადებენ საბიუჯეტო ცვლილების ფარგლებში ჩატარდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ, მერიის ინფორმაციით, რამდენიმე მისამართზე მოეწყობა სკვერი, საბავშვო ატრაქციონები და საყრდენი კედლები, ასევე, დაიგება ბეტონის გზები და შეიცვლება დაზიანებული ლიფტები. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემებს და გამიცვლება სახურავები. უფრო ვრცლად დაგეგმილ სამუშაოებზე იხილეთ ვიდეო. https://www.facebook.com/BatumiCityHallofficial/videos/1095202071411268  
ქუთაისის მერია მოსწავლეთა ბანაკის "ლიდერთა სკოლა 2022“ მონაწილეთა შერჩევას იწყებს.  როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტში ჩართვა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ, რომელთა ასაკიც 14 დან 18 წელია. "შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით მოხდება, მათ შორის, ძირითადად მაღალი აკადემიური მოსწრება იქნება გათვალისწინებული. "ლიდერთა სკოლა 2022“ სამი ნაკადით იქნება წარმოდგენილი. თითოეულის ხანგრძლივობა 6 დღეს მოიცავს", - განმარტავენ მერიაში. მათივე ცნობით, მსგავსი პროექტი განხორციელდება 18-დან 29...
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით მოსარგებლეები საჭირო მედიკამენტებს ფასდაკლებით შეიძინენ - კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. "კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მერიების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მედიკამენტების შეძენის უზრუნველყოფას, სააფთიაქო ქსელში ყოველდღიური შეღავათიანი პირობებით. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კახეთის მუნიციპალიტეტების მერიების სოციალური...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში კომპანიამ „სადგური“ მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა აღადგინა და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყო, რაც კვების ობიექტს და სტუმრების მისაღებ რამდენიმე ნომერს მოიცავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 200 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებამ 166 000 ლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციით, კვების ობიექტში დასაქმებული 10 ადგილობრივს შორის უმრავლესობა ქალია. სოფლის განვითარების...
წინა სატატია ​საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამით „განახლებული რეგიონები“, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში დაფინანსებული პროექტების სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, მოინახულა. „სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს და მალე სრულდება „განახლებული რეგიონების“ პროექტების პირველი ფაზის სამუშაოები. ეს არის ახალი სიცოცხლე მუნიციპალიტეტებისთვის. ახალციხეში ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება 50-ზე მეტ შენობას,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ახალციხეში რეაბილიტაცია 50-ზე მეტ შენობას უტარდება. მინისტრმა მიმდინარე სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, მოინახულა. “სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს და მალე სრულდება „განახლებული რეგიონების“ პროექტების პირველი ფაზის სამუშაოები. ეს არის ახალი სიცოცხლე მუნიციპალიტეტებისთვის. ახალციხეში ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება 50-ზე მეტ შენობას, რა თქმა...
14 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით ლომიძეს, მისმა მოადგილემ, საბა კბილაშვილმა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს,  საბა კბილაშვილის მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ვინ დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე ამ ეტაპზე უცნობია. "ამ საკითხზე ჯერ არ გვიმსჯელია", – აცხადებს საკრებულოს თავჯდომარე. პარტია „ქართული ოცნების“ და თანამდებობის დატოვების შესახებ, საბა კბილაშვილმა 11 ივნისს, სოციალურ ქსელში დაწერა. იგი საკრებულოს თავმჯდომარის...
29 ივლისიდან ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დაიწყებს ფუნქციონირებას. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 15 ივლისიდან, 10 დღის განმავლობაში, სპორტული კომპლექსი, ​პირველ ღონისძიებას - ​საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს.​ ​ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე. ფოთის სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები. სპორტული კომპლექსი​ს ყველა სივრცე​ ​ადაპტირებული​ა​​.​ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სპორტული კომპლექსის შენობა, ჩვენს ქალაქს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა....
შემდეგი სტატია ავტორი: ეკატერინე ბასილაია ჭაბუკი ჭაბუკიანი ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო სამსახურში თანამდებობას პირველად იკავებს და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2022 წლის თებერვალში აქვს შევსებული. ჭაბუკი ჭაბუკიანს ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და დედა. ის ფლობს 5 უძრავ ქონებას. მათ შორის, ერთი ნაყიდი აქვს, დანარჩენი 4 კი მემკვიდრეობით მიუღია ცაგერის სოფელ დეხვირში. ჭაბუკი...
თამარ მეფის გამზირზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები ძირითადად, თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება.  "სამუშაოების განმავლობაში, არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება განხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მხოლოდ ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში მოხდება.  სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება", -...
ბორჯომში, რუსთაველის #115-ში ე.წ ორბიტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, აივნების ვიზუალური ნაწილი და მოეწყობა დეკორატიული ელემენტები. „ფასადის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან 471 109 ლარით დაფინანსდა. ამ დროისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია სააკაძის ქუჩის #2 , აღმაშენებლის #35,...
შემდეგი სტატია ავტორი: რუსა მაჩაიძე წყალტუბოს მერი "ქართული ოცნებიდან" გენადი ბალანჩივაძე ამ პოსტს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების შემდეგ იკავებს. მანამდე, სამი წლის განმავლობაში, მას დეკლარაცია არ შეუვსია, 2014-2018 წლებში კი ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო და შესაბამისად, ამ პერიოდში დეკლარაციებიც აქვს შევსებული. ბოლო დეკლარაციის თანახმად, გენადი ბალანჩივაძე მხოლოდ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. 2014-2018 წლების დეკლარაციებით კი, მასთან ერთად მისი ორი შვილიც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ