კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით მოსარგებლეები საჭირო მედიკამენტებს ფასდაკლებით შეიძინენ – მერიებმა ფარმაცევტულ კომპანიებთან მემორანდუმი გააფორმეს

400

კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით მოსარგებლეები საჭირო მედიკამენტებს ფასდაკლებით შეიძინენ – კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

“კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მერიების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მედიკამენტების შეძენის უზრუნველყოფას, სააფთიაქო ქსელში ყოველდღიური შეღავათიანი პირობებით.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კახეთის მუნიციპალიტეტების მერიების სოციალური პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობას საშუალება ექნება კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლებით შეიძინონ საჭირო მედიკამენტები.”, – აცხადებენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.