29 ივლისიდან ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დაიწყებს ფუნქციონირებას.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 15 ივლისიდან, 10 დღის განმავლობაში, სპორტული კომპლექსი, პირველ ღონისძიებას – საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე.
ფოთის სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები. სპორტული კომპლექსის ყველა სივრცე ადაპტირებულია.
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სპორტული კომპლექსის შენობა, ჩვენს ქალაქს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. მადლობა მინდა ვუთხრა ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი ხახუბიას და ცენტრალურ ხელისუფლებას. ქალაქში გაჩნდა შესაძლებლობა მოსახლეობამ ისარგებლოს მაღალი სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი სერვისით და ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ტურნირებს, სპორტის მრავალ სახეობაში“, – აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, კომპლექსი აღიჭურვა ავეჯით, ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით.