ქუთაისის მერია მოსწავლეთა ბანაკის მონაწილეთა შერჩევას იწყებს

441

ქუთაისის მერია მოსწავლეთა ბანაკის “ლიდერთა სკოლა 2022“ მონაწილეთა შერჩევას იწყებს. 

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტში ჩართვა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ, რომელთა ასაკიც 14 დან 18 წელია.

“შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით მოხდება, მათ შორის, ძირითადად მაღალი აკადემიური მოსწრება იქნება გათვალისწინებული. “ლიდერთა სკოლა 2022“ სამი ნაკადით იქნება წარმოდგენილი. თითოეულის ხანგრძლივობა 6 დღეს მოიცავს”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, მსგავსი პროექტი განხორციელდება 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვისაც.

ბანაკში მონაწილეობის მსურველემა 14-დან 18 წლამდე პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ მითითებულ ბმულზე, ხოლო, 18-დან 29 წლამდე პირებმა ამ ბმულზე.