USAID იწყებს ხუთწლიან, 21 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამას, რომელიც მხარს დაუჭერს უფრო ეფექტიან და ანგარიშვალდებულ ადგილობრივ მმართველობას საქართველოში

605

USAID ხელს აწერს  ხუთწლიან, 21 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების  კონტრაქტს, რომელიც მხარს დაუჭერს უფრო ეფექტიან და ანგარიშვალდებულ ადგილობრივ მმართველობას საქართველოში, რაც მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმების ნაწილია.

USAID-ის ადგილობრივი მმართველობის პროგრამა აცნობიერებს არჩეული თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების პოტენციალს ეფექტიანად მართონ სერვისები და უზრუნველყონ ადგილობრივი მთავრობების ანგარიშვალდებულება მოსახლეობის მიმართ. პროგრამა პრიორიტეტს ანიჭებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების როლს და ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში.

“ჩვენს პროგრამაში ერთ-ერთი სიახლე, აღმასრულებელი უწყებების გარდა, საკრებულოს წევრების ჩართვაა, რაც ხელს შეუწყობს მათ, უკეთ შესძლონ თავიანთი საზედამხედველო ფუნქციის შესრულება. ხელს შევუწყობთ  ადგილობრივ ხელისუფლებას მეტად იყოს ორიენტირებული მოსახლეობაზე.  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლემა კარგად იციან ადგილობრივი ბიუჯეტის რა ნაწილი მოხმარდება მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრას”, – განაცხადა USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მესონმა.

“USAID, ამ პროგრამის საშუალებით, ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიას. კონკრეტულად კი, USAID ობიექტური კრიტერიუმებით შეარჩევს 22 მუნიციპალიტეტს მიზნობრივი დახმარების მისაღებად.  მუნიციპალიტეტების საკრებულოები, ასევე, ადგილობრივი აღმასრულებელი უწყებები მიიღებენ შესაბამის, სიღრმისეულ დახმარებას ინკლუზიური მმართველობის გაუმჯობესებისა და იმ სერვისების მიწოდებისთვის, რომლებიც მოქალაქეებს ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათ თემებში ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობების შესაქმნელად სჭირდებათ. გარდა ამისა, მთავრობის ანგარიშვალდებულების და მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მიზნით,USAID გრანტებს გასცემს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, კერძო ბიზნესზე, ახალგაზრდებზე და სხვა ფიზიკურ პირებზე”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

USAID მჭიდროდ ითანამშრომლებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ დეცენტრალიზაციის საკითხებში, მათ შორის პარლამენტთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, საჯარო სამსახურის ბიუროსთან და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსთან, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო მხარდაჭერას ცენტრალური მთავრობიდან.

ეს არის 21 მილიონი დოლარის ინვესტიცია ამერიკელი ხალხისგან, რომელიც ხორციელდება USAID-ის საშუალებით და  საქართველოს ხელისუფლებასთან 30 წლის პარტნიორობის კარგი მაგალითია. ამ პერიოდში აშშ მთავრობის მიერ საქართველოსათვის გაწეული დახმარება დაახლოებით 6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხორციელდება TetraTech-თან პარტნიორობით”, – ნათქვამია პრესრელიზში.