წყალტუბოში წყალარინების ახალი სისტემების მშენებლობისთვის 24 მილიონი იხარჯება

528

წყალტუბოში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 24 მილიონ ლარს შეადგენს, წყალარინების ახალი ქსელი, კოლექტორები და სატუმბი სადგურები მოეწყობა.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

“დღეის მდგომარეობით, ქალაქში წყალარინების ინფრასტრუქტურით მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ვერ სარგებლობს. არსებული ქსელისა და ობიექტების დიდი ნაწილი კი ამორტიზებულია. პროექტის დასრულების შედეგად, ქალაქ წყალტუბოს მოსახლეობა წყალარინების თანამედროვე და ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.