თელავში თბილისის ქუჩაზე დაზიანებული გზის ნაცვლად ქვაფენილს დააგებენ

372

ქალაქ თელავში თბილისის ქუჩაზე დაზიანებული გზის ნაცვკლად ქვაფენილს დააგებენ.

თელავის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული გრუნტის გზის ნაცვლად 433 გრძ. მ სიგრძის გზაზე ქვაფენილი დაიგება.

“სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბიელი” აწარმოებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 619 461 ლარით ფინანსდება”, – განმარტავენ მერიაში.

https://www.facebook.com/TelaviCityHall/posts/pfbid035ALFj2ckLjJkNgp3ninF9BopA2ejeoyysR3Ab6g6b7kJ41JfuHmrebueoDjLR9Url