ბორჯომის მერია: ,ე.წ ორბიტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა

387

ბორჯომში, რუსთაველის #115-ში ე.წ ორბიტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, აივნების ვიზუალური ნაწილი და მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.

„ფასადის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან 471 109 ლარით დაფინანსდა. ამ დროისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია სააკაძის ქუჩის #2 , აღმაშენებლის #35, მესხეთის #35 და #61 -ში მიმდინარეობს. საკურორტო ქალაქის იერ-სახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება. ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 2020-2022 წლებში ჯამში, 11 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.