საბა კბილაშვილმა თანამდებობის დატოვების მოთხოვნით საკრებულოს მიმართა

667

14 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით ლომიძეს, მისმა მოადგილემ, საბა კბილაშვილმა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს,  საბა კბილაშვილის მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ვინ დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე ამ ეტაპზე უცნობია.

“ამ საკითხზე ჯერ არ გვიმსჯელია”, – აცხადებს საკრებულოს თავჯდომარე.

პარტია „ქართული ოცნების“ და თანამდებობის დატოვების შესახებ, საბა კბილაშვილმა 11 ივნისს, სოციალურ ქსელში დაწერა. იგი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას რვა თვის განმავლობაში იკავებდა.