უარი პროკურატურის შეთავაზებას – ნიკა მელიას გადაწყვეტილება უცვლელია

993

წინა სტატია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე, პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება და უწყების განცხადებას პოლიტიკური მოტივებით განპირობებულს უწოდებს.

“შეშინებული განცხადებაა. პოლიტიკურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ინსიტუტი, არ არსებობს და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

გირაოს გადახდა იყო უსამართლო და ეწინააღმდეგებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელშიც არის ნიკა და საქართველოს თითოეული მოქალაქე… მინდა, ყველას შევახსენო, რომ ნიკა მელიამ მიიღო თავის გადაწყვეტილება, რომელიც რჩება იგივე, ის იბრძვის თავისუფლებისთვის. ნიკა არის ძალიან მხნედ, კარგად და შემართებით”, – ამბობს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მზადაა სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილეთ ბმულზე.