საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და მწერალი, ფრენსის ფუკიამაც გამოეხმაურა.
მან Twitter-ზე გამოცემა Civil.ge-ს პოსტი გააზიარა, სადაც ეწერა, რომ საქართველო ახლა ავტორიტარიზმში გადადის და დროა ივანიშვილის მიმართ სანქციები დაწესდეს, სანამ გვიანი არაა.
ფუკიამამ პოსტს დააწერა: “მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ეს მოხდეს”.
ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ, 23 თებერვალს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილეთ ბმულზე.