მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული

368

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ისინი ტერიტორიაზე სპეციალური ეკიპირებით მივიდნენ და კანცელარიის შენობის უკანა პერიმეტრზე იმყოფებიან. ადგილზე არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 

როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილეთ ბმულზე.