ჰარცელი: პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა

285
ევროკავშირის ელჩი

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ეხმაურება და წერს, რომ ყველა მხარემ უნდა გამოიძინოს პასუხისმგებლობა.

“ესკალაციის ლოგიკა უპირატესობას იძენს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს ქვეყნისა და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. არ უნდა მივატოვოთ ძალისხმება საერთო ენის გამონახვის შესახებ”, – დაწერა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 

როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილეთ ბმულზე.