რა იგეგმება 2021-2023 წლებში სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდასაჭერად მაღალმთიან რეგიონებში

3952

შემდეგი სტატია

წინა სტატია

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის მორიგი სამწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლითაც, როგორც მთავრობა ამბობს, 2021-23 წლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი და ამ დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს.

გეგმის თანახმად, მაღალმთიანი სტატუსის მქონე 1797 დასახლებაში, სამი წლის განმავლობაში, 53 აქტივობა იგეგმება და მათ უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 973 მლნ. ლარი დაიხარჯება.

ასევე წაიკითხეთ: რა იგეგმება 2021-2023 წლებში მაღალმთიან დასახლებებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად

როგორც ცნობილია, სტრატეგია სამ ძირითად მიზანს ისახავს: მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერას და მაღალმთიან დასახლებებში სერვისების ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, მომდევნო სამი წლის სამოქმედო გეგმაც ამ სამი მიზნის მიღწევას მოემსახურება.

მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარებისთვის მთავრობამ 5 ამოცანის შესრულება გადაწყვიტა: ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა; სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა; გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვამცნობს.

ასევე, წაიკითხეთ: რა იგეგმება 2021-2023 წლებში მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით

რა იგეგმება სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდასაჭერად?

ფერმერული მეურნეობისა და კოოპერატივების მხარდაჭერის მიზნით განსაზღვრულია შემდეგი:

  1. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა – დაფინანსდება 1 კოოპერატივი; ბიუჯეტი: 500 000 ლარი;
  2. რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერა – დაფინანსდება 3 კოოპერატივი; ბიუჯეტი: 450 000 ლარი;
  3. კენკროვნების, კარტოფილისა და ბოსტნეულის შემნახველი საწარმოების მხარდაჭერა – დაფინანსდება 2 კოოპერატივი; ბიუჯეტი: 700 000 ლარი;
  4. ხილის, კენკროვნების და ბოსტნეულის საწარმოების მხარდაჭერა – დაფინანსდება 2 კოოპერატივი; ბიუჯეტი: 500 000 ლარი;
  5. რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა წალკის მუნიციპალიტეტში – ბიუჯეტი: 10,500,000 ლარი;
  6. კოოპერატივებში მესაქონლეობის სანაშენე მეურნეობის ჩამოყალიბების მხარდაჭერა – დაფინანსდება მინიმუმ 1 კოოპერატივი; ბიუჯეტი: 500 000 ლარი;
  7. სასაკლაოების მოწყობის მხარდაჭერა – დაფინანსდება 2 კოოპერატივი; ბიუჯეტი: 500 000 ლარი;
  8. მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა 2021 წელს (სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, კახეთის, ქვემო ქართლის მაღალმთიან დასახლებებში) –  გაცემულია მცირე ზომის გრანტები ფერმერების აღჭურვისთვის (არაუმეტეს 20 მეწველ საქონეზე), რძის გადამამუშავებელი და რძის შემგროვებელი პუნქტების, ვეტერინარიის განვითარების მიმართულებით 300 ბენეფიციარისთვის – ბიუჯეტი:15 მილიონი ლარი;
  9. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები და ვეტერინარიის განვითარების ხელშეწყობა 2021 წელს  – ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამა როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა პირუტყვისთვის; საპილოტე პროგრამა – ბიუჯეტი: 9, 450 000 ლარი; ასევე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამის გარდა ვაქცინაციის დამატებითი პროგრამების ჩატარება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში – ბიუჯეტის განსაზღვრა მოხდება საჭიროებისამებრ;
  10. მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ინოვაციების ხელშეწყობა 2021-22 წლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში – შემუშავებულია სულ მცირე 2 მიზნობრივი პროგრამა და მხარდაჭერილია სულ მცირე 10 ბენეფიციარი – ბიუჯეტი: 1 მილიონ ლარი;
ასევე, წაიკითხეთ: რა იგეგმება 2021-2023 წლებში მაღალმთიან დასახლებებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით

დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება ფერმერული მეურნეობისა და კოოპერატივების მხარდაჭერისთვის, სულ მცირე გადამზადდება 100 ფერმერი/მეპაიე, რისთვისაც 15 ათასი ლარია განსაზღვრული.