ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთზე ამ ეტაპზე 6 ხიდი უკვე აშენდა

368

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთზე 6 ხიდი უკვე აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები 5 გვირაბსა და 9 ხიდზე მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ყველაზე გრძელ, 648 მ. სიგრძის მქონე ხიდზე სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო, 6 ხიდი უკვე აშენებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა დაგეგმილი.

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 264 992 488 ლარია.

“ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის საშუალებით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას დაუერთდება”, – ნათქვამია განცხადებაში.