„მოძრაობა საქართველოსთვის“ ჩხოროწყუს მერიასთან აქციას მართავს

312

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ამ წუთებში, ჩხოროწყუს მერიასთან ხმაურია. საპროტესტო აქციას „მოძრაობა საქართველოსთვის” მართავს. მოძრაობის წევრები შენობაში შეჭრას ცდილობენ, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ სურთ საკრებულოს სხდომას დაესწრონ და აპარატის თანამშრომლებს მოსთხოვონ პასუხი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მერიაში მოხდა.

საქმე ეხება სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები მერიაში მიიყვანეს და შიდა ოთახები და საპირფარეშო დაალაგებინეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია მოკვლევა და საქმეს შსს იძიებს. სკოლის დირექციასა და მერიაში კატეგორიულად უარყოფენ ფაქტს და აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები მერიაში კონკრეტულმა პირმა, თვითნებურად მიიყვანა. საქმეზე გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.