ვაშაძე: ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად

464

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

როგორც ვაშაძემ ამბობს, ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთის მხრივ, ოპოზიციას დასცინიან და აკრიტიკებენ, მეორეს მხრივ კი დიალოგს სთავაზობენ.

“ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს. ერთი ხელით ლანძღვა-გინება, ისევ დაცინვა ოპოზიციის, მეორე ხელით დიალოგის შეთავაზება. ეს არის ის რეალური სახე, რაც მათ აქვთ.

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, იმ საკითხებზე, რაც დასმული არის ოპოზიციის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ველოდებით ადეკვატურ პასუხს ამასთან დაკავშირებით. გვაქვს კომუნიკაცია დიპლომატებთან და საბოლოო პოზიციებზე აუცილებლად ჩამოვყალიბდებით”,-ამბობს ვაშაძე.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა პროცესი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, “მათივე ინიციატივით და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, სასწრაფოდ უნდა იქნას გადმოტანილი სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე”.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და 10-მდე აქციის მონაწილემ.