ჩვენი უნიათო ოპოზიცია იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ კონკრეტულ ინფორმაციაზე, რომლის ობიექტურობაშიც შეუძლებელია ეჭვის შეტანა, რეაგირებას ახდენდეს – კვლავ გრძელდება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობა,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრიმა ილია ვერძაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ხელშეშლის და |უაზრო ბოიკოტების ნაცვლად, უნდა გააცნობიეროს ყველამ, რომ მშვიდობას და სტაბილურ გარემოს ალტერნატივა არ აქვს.
„ოპოზიციის მიერ შემუშავებული „მესიჯბოქსები“, რომელთა გამო მოსახლეობას ნეგატივის განცდა უნდა ჰქონოდა, დღეს უკვე იმდენად აბსურდულად ჟღერს, რომ საზოგადოების აქტიური ნაწილიც კი ვეღარ აღიქვამს ოპოზიციის პოლიტიკაში არსებობას და საუბრები, ბოლო პერიოდში, უფრო გვესმის არა მათ პოლიტიკურ განცხადებებსა და აქტივობებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ უტევენ ერთმანეთს და ვინ როდის ტოვებს ამა თუ იმ პარტიას.
მწვერვალი, ამ აბსურდის თეატრის, არის ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ეკონომიკური პარამეტრების მიუხედავად, ეს ოპოზიციონერები ჯიუტად აგრძელებენ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარს. სწორედ ამ მაჩვენებლით იზომება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოში, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, უკვე 7000 აშშ დოლარს მიუახლოვდა. სულ ორიოდე წლის წინ ეს მაჩვენებელი 4000 დოლარზე ოდნავ მეტი იყო, ამ პროგნოზით კი, რამდენიმე წელიწადში, ჯერ 10 000-იან ზღვარს, 2030-სთვის კი – 15 000-იან ზღვარს გადავაჭარბებთ. ეს კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისია. სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ, მათ შორის ოპოზიციამ.
12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ხელშეშლის და უაზრო ბოიკოტების ნაცვლად, უნდა გააცნობიეროს ყველამ, თუ როგორ გახდა შესაძლებელი ამ შედეგის და მსგავსი პროგნოზის მიღება, რომ მშვიდობას და სტაბილურ გარემოს ალტერნატივა არ აქვს, შესაბამისად, ხელისუფლებას, რომელიც ამას უზრუნველყოფს,“ – აცხადებს ილია ვერძაძე, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.