შსს: მედიის წარმომადგენლების მიმართულებით დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა

339

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, მედიის წარმომადგენლების მიმართულებით დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა.

“წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგის, უდაფრთხოების მიმართ საფრთხე. იმის განსაზღვრა სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო რთული, თუმცა დამიზნებით წლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა. მხოლოდ და მხოლოდ ჭყლის ჭავლის გამოყენება მოხდა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ უკანონოდ შეჭრას ცესკოს შენობაში”, — განაცხადა საბანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და 10-მდე აქციის მონაწილემ. მისივე თქმით, ნაწილს დახმარება აღმოუჩინეს ადგილზე და ნაწილი გადაიყვანეს კლინიკაში.