ნინო წილოსანი: ვის სჭირდება მიტინგები, სად ჩარჩნენ, ვერ გამოვიდნენ 90-იანებიდან

368

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატ ნინო წილოსანის ფეისბუქზე წერს, რომ მიტინგები აღარავის სჭირდება და ის 90-იან წლებში ჩარჩენილობის მაჩვენებელია. 

“ან ვინ დგას, ან ვინ გამოდის, ან რა მუხტი აქვთ.. ვის ჭირდება მიტინგები , სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან. დემოკრატია კომპლექსური პროცესია – ხალხი, ხელისუფლება, ოპოზიცია , ინსტიტუტები .. დემოკრატიის დაზიანება შეუძლია როგორც ხელისუფლებას ისევე ოპოზიციას, სწორედ ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიის დაზიანებად აღიქვამენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ბარიერ გადალხული პარტიების არ შესვლას პარლამენტში , რადიკალიზმია – თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით საერთოდ არ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის ღალატი მათი ამომრჩვლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის არჩეული კურსის- დასავლურ დემოკრატიაზე უარის თქმა”, – წერს წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და 10-მდე აქციის მონაწილემ. მისივე თქმით, ნაწილს დახმარება აღმოუჩინეს ადგილზე და ნაწილი გადაიყვანეს კლინიკაში.