მარგველაშვილი უცხოელ პარტნიორებს: როდესაც ქართველი ერის მოთმინების ფიალა ივსება, არ ყოფილა, რომ გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს, ამიტომ დადექით ამ ხალხის გვერდზე

326

დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით, – ამ სიტყვებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს უცხოელ პარტნიორებს მიმართა.

როგორც მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის მოთმინების ფიალა ივსება, ის ყოველთვის აღწევს გამარჯვებას.

„მინდა მივმართო ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ მინდა ერთი რამე გითხრათ: მე ვიცნობ ქართველ ერს, თქვენც იცნობთ, მაგრამ მე ალბათ, უკეთსად ვიცნობ. ეს იცოდეთ, როდესაც რუსთაველი ასე ივსება, როდესაც ქართველი ერის მოთმინების ფიალა ივსება, არ ყოფილა რომ ამ ხალხს გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს, ამიტომ დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც ვადას დღეს, 20:00 საათამდე აძლევს.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.